პორტალი და ტელევიზია


საქართველოში პირველი ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალი WWW.YTV.GE არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” მხარდაჭერით 2018 წელს  დაფუძნდა.  აღნიშნული პროექტი, ორგანიზაციის სხვა პროექტების მსგავსად, მოზარდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოტენციალის რეალიზებასა და კარიერული თვალსაზრისით პირველი ნაბიჯების გადადგმას ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’ 2009 წელს დაფუძნდა. მის მიზანს, სათანადო არაფორმალური განათლების უზრუნველყოფითა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება და მოსწავლე-ახალგაზრდებში მათი მყარად განმტკიცება წარმოადგენს. ორგანიზაცია უკვე წლებია უძღვება ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციებს მოკლევადიან სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საინფორმაციო  პორტალის მიზანია, რომ ის ორგანიზაციის სხვა პროექტების მსგავსად წარმატებული აღმოჩნდეს და მოზარდები აქტიურად ჩაერთონ  მის განვითარებაში.  მათ შესაძლებლობა ექნებათ მოირგონ ტელეწამყვანების, კორესპონდენტების, ოპერატორების, პროდიუსერების, მემონტაჟეების როლი და გადადგან პირველი ნაბიჯები ჟურნალისტურ საქმიანობაში.   ჩვენ გთავაზობთ ტრენინგებს, გადამზადებას თქვენთვის სასურველი და საინტერესო მიმართულებით, რაც უფრო მეტად დაგეხმარებათ და მოგცემთ უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.

თუ თქვენ ხართ 12-დან 18 წლამდე და გაინტერესებთ ჟურნალისტიკის სფერო, მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა! ჩვენ დაგეხმარებით, რომ გახდეთ აღნიშნული პორტალის მნიშვნელოვანი რგოლი, მოამზადოთ საინტერესო სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, შექმნათ სატელევიზიო პროდუქტი და წაიყვანოთ გადაცემები.  

WWW.YTV.GE სწორედ ის ახალგაზრდული საინფორმაციო პორტალია, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას თავიანთი ღირებული წვლილი შეიტანონ დემოკრატიისა და თავისუფალი მედიის განვითარებაში.


გაზიარება



news-svg