საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს ამერიკის საელჩომ უმასპინძლა. შეხვედრის თემა ადამიანის უფლებები იყო. აღნიშნულ საკითხზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დიპლომატები, 15 თებერვალს, ამერიკის შეერტებულ შტატებში მიემგზავრებიან, სადაც გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე, გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ისეთ მნიშვენლოვან თემაზე იმუშავებენ, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და მიგრაცია.