ა(ა)იპ მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით „ახალგაზრდა დიპლომატების’’ ბათუმის და ხაშურის წარმომადგენლები ქ. სტრასბურგში, ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების რიგით 34-ე კონგრესის სესიას დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში მათ შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მარიამ მაისაიასთან, რომელმაც ორგანიზაციის მუშაობის მთავარ პრინციპებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მარიამ მაისაიამ ახალგაზრდა დიპლომატებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის გაძლიერებას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში.
პროექტის ‘’ევროსაბჭოს სესიები სტრასბურგში’’ ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ევროპული ღირებულებების გაცნობა და დაახლოვება, ცნობიერების ამაღლება, სწავლისა და გამოცდილების ხარისხის ამაღლება და განათლების გაღრმავება. ახალგაზრდა დიპლომატებმა ქართველ წარმომადგენელთან შეხვედრისას მოისმინეს საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის და დღის წესრიგის პრინციპული საკითხები და ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის და დიასპორის მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობის შესახებ