გზა წარმატებული დიპლომატობისკენ - ოთარ ნოზაძე


თუ ადამიანებს სურთ, რომ მსოფლიო შეცვალონ უკეთესობისაკენ, საკმაოდ ბევრი კარიერული ბილიკია, რომელსაც ისინი შეიძლება გაყვნენ, მაგრამ თუ ახალგაზრდები არიან დაინტერესებული ქვეყნებსა და კულტურებს შორის არსებული საკმაოდ რთული კავშირებით და აქვთ უნარი მიაღწიონ კონსენსუსს საყოველთაო მშვიდობისათვის, მაშინ დიპლომატიური კარიერა საუკეთესო არჩევანია მათთვის. ასევე დიპლომატია საკამოდ მრავალმხრივი სფეროა, სადაც ადამიანი შეიძლება იყოს როგორც ეკონომისტი, ასევე ანალიტიკოსი, ორატორი, ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალისტი და ა.შ. გამოდის, რომ ამ სფეროში სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებმა შეიძლება იპოვონ თავიანთი თავი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ ის ფაქტი, რომ დიპლომატია ძალიან მრავალმხრივია საკმაოდ ართულებს მას. ხშირ შემთხვევებში ერთი და იგივე ადამიანს უწევს სამი ან ოთხი საქმიანობის შესრულება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ ცოდნას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. წარმოუდგენელია ადამიანმა ეს ცოდნა და გამოცდილება დააგროვოს რამდენიმე წელში, ამიტომ მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რათა გავიაზოთ და დავინახოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და გადაჭრის მეთოდები ქვეყნის შიგნითა და საერთაშორისო არენაზე.

მე მივიღე მონაწილეობა "გაეროს აკადემიაში". ასეთ პროექტებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების განვითარებაზე, რათა შემდგომ ახალგაზრდებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა უკეთესობისაკენ. მოსწავლეებს მსგავსი პროგრამების პროცესში ხდებიან დიპლომატები, ისინი წარადგენენ საკუთარი ქვეყნების პოზიციას, რაც დიდი გამოცდილებაა მომავალში მათი პროფესიული წარმატებისათვის.

ჩვენ ამ ასაკიდანვე გვეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ წამყვან კონფერეციებში, ჩავერთოთ საკომიტეტო მუშაობაში, გამოვიდეთ მოხსენებით და შევიმუშავოთ რეზოლუციები მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე. აღნიშნული საქმიანობა დაწყებული სამუშაო გარემოთი, დამთავრებული განხილული თემებითა თუ პროგრამებში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოებით ზუსტად ემთხვევა იმ გზას, რასაც ნებისმიერი დიპლომატი გადის ან საერთოდაც მის დღიურ რუტინას შეადგენს.

მაგალითად, "გაეროს აკადემიის" პროგრამის ფარგლებში უნდა მოვმზადებულიყავით 2020 წლის თებერვლის გაეროს კონფერენციისთვის, პროგრამა იყო კლიმატის ცვლილებასა და იმიგრაციაზე. მონაწილეობა მივიღეთ USGLC შტატის ლიდერთა სამიტში, რომელიც გაიმართა დელავერეს შტატში ქ.ვილმიგტონში. ჩატარდა ლექციები გაეროსა და კლიმატის ცვლილების შესახებ, გვქონდა ტური ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში, სადაც ვნახეთ როგორ მუშაობს გაერო. აღსანიშნავია, რომ პროექტები ამ განხრით ტარდება საქართველოშიც, ტექნოლოგიური მიღწევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარგარეთ წაუსვლელად მივიღოთ ჩვენი კარიერული წარმატებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, გვქონდეს კონტაქტი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან, მოვუსმინოთ მათ გამოცდილებასა და რჩევებს, რაც უთუოდ დაგვეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში.

დღესდღეობით დიპლომატია სჭირდება მსოფლიოს, სამყარო არის კავშირთა ჩახლართული ქსელი, სადაც ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია მთელ მსოფლიოში, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ ნიჭიერი, განათლებული, გამოცდილი დიპლომატები. თანამედროვე სამყარო და შესაძლებლობები კი გვთავაზობს ამ გამოცდილების დაგროვების უამრავ მეთოდს, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია.


გზა წარმატებული დიპლომატობისკენ - ოთარ ნოზაძე

ლოკალური პროგრამების მნიშვნელობა - ლევან ხაჩატუროვი

ილია ნებიერიძე გაეროს კონფერენციის შესახებ

ლონდონი 2018

გიორგი ტუმასიანი აქტუალური გამოწვევების შესახებ

ევგენია აბაშიძე - ახალბედა ქართველი ხელოვანის გამოფენა ნიუ-იორკში

 ,,ახალგაზრდა დიპლომატების’’  აჭარის რეგიონის       წარმომადგენლები კაბადოკიაში 

"ჩვენი ხმა ევროპას" - გამოფენა ბრიუსელში

ახალგაზრდა დიპლომატების ბრიუსელის ვიზიტის შეაჯამება ევროპულ სკოლაში

გაზიარება



news-svg