ლოკალური პროგრამების მნიშვნელობა - ლევან ხაჩატუროვი


მე მივიღე მინაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში სახელწოდებით “Georgia and United Nations”. დღევანდელი მსოფლიო ახალგაზრდებს ბევრ გამოწვევას გვიმზადებს, ჩვენ კი უნდა გვქონეს იმის უნარი, რომ გავუმკლავდეთ მათ და მეტიც, აღმოვფხვრათ აქტუალური პრობლემები, რისი გაკეთებაც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე წარმოუდგენელია. აღნიშნული პროგრამის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მიგვეღო საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება, რათა მომავალში ავიწყოთ წარმატებული დიპლომატიური კარიერა და გავატაროთ ის სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების დონის ასაწევად. 

პირველ რიგში, უნდა დავსწრებოდი ლექციებს, სადაც გვასწავლიდნენ დიპლომატიურ ინგლისურს, ეტიკეტს, კომუნიკაციის ხელოვნებას. ლექციები 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენ განვიხილავდით ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის დისკუსიის გამართვა შეუძლებელია საკითხის წინარე დამუშავებისა და შესწავლის გარეშე, შესაბამისად, დეტალურად უნდა გავცნობოდი ინფორმაციას და ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულება.

ახალგაზრდებს გვსურს, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, შევთავაზოთ საზოგადოებას ჩვენი ნოვატორული მეთოდები სოციალური პროგრესის მისაღწევად, ვიყოთ სტიმული ცვლილებების განხორციელებისათვის ლოკალურ და გლობალურ მასშტაბებზე. საერთაშორიო ორგანიზაციები ხედავენ ჩვენში იმ რესურსს, რომელიც ღირს ინვესტიციად, ვინაიდან მომავალში ამ ინვესტიციას ორმაგად ავუნაზღაურებთ მსოფლიოს. გაეროს აზრით, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ, ამიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი პოტენციალის გამოყენება, შესაბამისად, აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამებში, სადაც განსაკუთრებით მაინტერესებს დიპლომატია, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე ვდილობ, უფრო ღრმად შევისწავლო ეს სფერო.

გაეროს ცდილობს, ვიცხოვროთ ისე, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, ახალგაზრდებს გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, საზოგადოებამ გამოხატოს მზაობა და ადაპტირებადობა ცვლილებისაკენ. ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ის ცვლილება, რომლის შეტანაც გვინდა გარკვეულ სფეროში უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმების საფუძველზე მიღწეული და კომპლექსური გამოკვლევების ნიადაგზე მიღებული. მსგავსი პროგრამები გვეხმარება სწორედ ამ გამოკვლევების ჩატარებაში, გვიღრმავებს ცოდნას გლობალურ და ლოგაკურ საკითხებში, შესაბამისად, გვაძლევს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ცვლილების განსახორციელებლად.

საქართველოსა და მსოფლიოს შესაძლოა ჰქონდეთ ისეთი პრობლემები, რომლებიც შეგვიძლია ერთი დასახელების ქვეშ გავაერთიანოთ, მაგალითად: "სიღარიბე", მაგრამ სხგადასხვა ქვეყანაში ეს პრობლემა სხვადასხვაგვარად იჩენს თავს, გამომწვევი მიზეზია განსხვავებული, მაშესადამე აღმოფხვრის მეთოდიც არ შეიძლება იყოს ერთი. საერთაშორისო პროგრამებში ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვუსმინოთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას, მათი წარმომადგენლის იდეებს და დავინახოთ სხვა ქვეყნის უკვე განვლილი გზა და გამოვიყენოთ ეს მეთოდები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ლოკალურ პროგრამებში ჩვენ უკვე კონკრეტულ პრობლემას განვიხილავთ და კონკრეტულ აღმოფხვრის გზას ვეძებთ, რათა მომავალში შევძლოთ მისი იმპლემენტაცია ცხოვრებაში.


ახალგაზრდა დიპლომატების ბრიუსელის ვიზიტის შეაჯამება ევროპულ სკოლაში

ინტერვიუ თაკო ვიბლიანთან საერთაშორისო პროექტების შესახებ

დიპლომატიის როლი

ილია ნებიერიძე გაეროს კონფერენციის შესახებ

გიორგი ტუმასიანი აქტუალური გამოწვევების შესახებ

რა არის შენი უფლება?

ლონდონი 2018

შეხვედრა ხაშურელ ახალგაზრდებთან

 ,,ახალგაზრდა დიპლომატების’’  აჭარის რეგიონის       წარმომადგენლები კაბადოკიაში 

გაზიარება



news-svg