დიპლომატიის როლი


დაჩქარდა გლობალიზადიის პროცესი და მასთან ერთად გაიზარდა დიპლომატიის როლიც, ვინაიდან ქვეყნები ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულები ხდებიან. საერთაშორისო დიალოგები კი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ინტრუმენტია, რაც ნათლად დაგვანახა ისტორიამ.

სანამ თანამედროვე დიპლომატიაზე ვისაუბრებდით, კარგი იქნებოდა შეგვედარებინა იგი წარსულის დიპლომატიასთან, რაც უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახებს თავად ამ სფეროს მნიშვნელობასა და მასში ახალგაზრდების ჩართულობის როლს.

აქ ორ მნიშვნელოვან მომენტს განარჩევენ. ბოლო დროსთან შედარებით ეს სფერო უფრო ფართო მასებს მოიცავს (საზოგადოების ყველა ფენას) და მასში არ არის ჩართული მხოლოდ არისტოკრატიული ელიტა. მეტიც, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნეში დიპლომატია სულ უფრო და უფრო ექცევა საზოგადოების კონტროლის ქვეშ. ამის მიზეზი კი მასობრივი ინფორმაციის ჩართულობა, ბევრი დოკუმენტის რატიფიკაციის აუცილებლობა და საერთაშორისო არენაზე უფრო ხშირად გამოსული სხვადასხვა მოძრაობებია, როგორიცაა ეთნიკური, რელიგიური და სხვა. დიდია არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების, ახალგაზრდების როლი, რომლებიც დაკავდნენ ტრადიციული დიპლომატიით - კონფლიკტურ სიტუაციებში კონსენსუსის ძიებით.

მეორე მნიშვნელოვანი მომეტი იმ შეთანხმებების შესახებ ინფორმირების ვალდებულეაა, რომლებსაც ეწერება ხელი სახელმწიფოების მხიდან. შესაბამისად, დღესდღეობით დიპლომატია ეხება ყველას, ყველა სახელმწიფოს, მის ლიდერებსა და მოსახლეობას.

თანამედროვე დიპლომატები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ ე.წ „ახალი თაობის“ პრობლემებს.  პოსტბიპოლარულ სამყაროში ეს კონფლიქტები ძალიან სწრაფად იზრდება. საუბარია როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონალურ კონფლიქტებზე.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროს მემკვიდრეობით ერგო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მუდმივი ზრდის ტენდენცია, დიდი კონტრასტი ღარიბსა და მდიდარ ქვეყნებს შორის. ბირთვული იარაღის საფრთხემ გვიჩვენა, რომ ომი აღარ არის ეფექტური და მისაღები საშუალება საკითხების მოსაგვარებლად და მხოლოდ მოლაპარაკებებმა და მოქნილმა დიპლომატიამ შეიძლება აარიდოს მსოფლიო დაღუპვას. მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულობამ უბიძგა დიპლომატიას, რომ გამოეგონა ახალი საკითხის გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგია.

კონფლიქტებზე საუბრისა და მათი გადაჭრის გზის პოვნის საუკეთესო ინსტრუმენტი საერთაშორისო მოლაპარაკებებია, მათ შორის სამიტი. სამიტები ხელს უწყობს საგარეო პოლიტიკის დემოკრატიზაციას და დიპლომატიას. ისინი აიძულებენ ქვეყნების ლიდერებს ამა თუ იმ ფორმაში გააცნონ თავისი ქვეყნის მოსახლეობას და ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი გადაწყვეტილების შესახებ. სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლებელია ღრმა და მაღალი კლასის გამოკვლევების გარეშე, ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეები ძალიან კარგად უნდა ერკვეოდნენ სამიტის თემაში და ქონდეთ კონსენსუსის მიღწევისათვის აუცილებელი სამუშაოს განხორციელების უნარი და სურვილი. საერთაშორისო მოლაპარაკებებმა უკვე აჩვენეს თავიანთი ეფექტურობა ისევე როგორც ეკონომიკური, ასევე მწვავე პოლიტიური პრობლემების გადაჭრისას.

გაერთიანებული ერების პრეამბულა და მრავალრიცხოვანი კანონები მიუთითებენ ადამიანის უფლებებზე და ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღირებს ამ უფლებების დაცვას. ამ შემთხვევაში სახეზეა პრევენციული დიპლომატია, რისი მთავარი მიზანიცაა არასასურველი შედეგები აგვარიდოს თავიდან. ჰუმანიტარული საკითხები ჰელსინკის კონფერენციის ინტერესების ქვეშ მოექცა და ჩაიწერა მის საბოლოო აქტში. ჰუმანიტარული დიპლომატია არ ფოკუსირდება მხოლოდ ინდივიდის დაცვაზე, იგი იცავს სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ დახმარებას.

ჰუმანიტარულმა ფაქტორმა საერთაშორისო ორგანიზაციები მიიყვანა ეკოლოგიური პრობლემებისკენ, რომლის მთავარი მიმართულებაცაა გარემოს დაცვა. ეკოლოგიური პრობლემები არ შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, ისინი მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებებსა და აქტივობებს.

 ხშირად ეწყობა შეხვედრები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან გაერთიანებული ეთნიკური, გეოგრაფიული, პოლიტ-ეკონომიკური პრინციპების მიხედვით, მსგავს შეხვედრებზე მცირე სახელმწიფოებს შეზღუდული დიპლომატიური რესურსებით აქვთ იმის უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში თანასწორ გარემოში და შედეგად შეიტანონ წვლილი გლობალური პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ ხშირად ხდება, რომ დიდი  ქვეყნების ინტერესები არ ემთხვევა, ამიტომაა აუცილებელი პატარა ქვეყნისათვის მოკავშირის პოვნა, ისეთი მოკავშირის, რომელთანაც მას საერთო ინტერესი და სტრატეგია ექნება.

საქართველო ზუსტად ასეთი პატარა ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობით, რომელიც არასწორი დიპლომატიის შედეგად ქვეყნისთვის შესაძლებელია იყოს დამღუპველი, ასევე გვაქვს კარგი სატრანსპორტოგეოგრაფიული მდებარეობა. დიპლომატიის მთვარი მისიაა დაინახოს ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შემწყობი და შემშლელი ფაქტორები და მისი განვითარებისათვის გამოიყენოს. საქართველოთია დაიტერესებული ამერიკა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, იზრდება ჩინეთის როლი, რაც  შეიძლბა იქნას გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, დიპლომატიის მიზანია დაიჭიროს  ზომიერება, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და დავრჩეთ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანად, რაც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ჭრელი ქვეყანაა, მრავალეროვანი და მრავალრელიგიური. ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია აფხაზეთსა და ოსეთში შექმნილი სიტუაცია. ქვეყნის მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად არის დიპლომატია, ვინაიდან საერთაშორისო მოქმედების და ძალისხმევის გარეშე მხოლოდ საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შესაბამისად, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური დიპლომტების აღზრდა, რომლებიც იქებიან საქმის პროფესიონალები და შეძლებენ მსოფლიო ყურადღების ამ მწვავე პრობლემებზე მიქცევას.


პორტალი და ტელევიზია

ლონდონი 2018

ახალგაზრდების როლი საერთაშორისო პროგრამებში - გიორგი ტუშური

გაეროს ასამბლეა საქართველოში

დაჯილდოების ცერემონიალი "მზიურში"

ნიკა დასენი კლიმატის ცვლილებების შესახებ

ახალგაზრდა დიპლომატების ბრიუსელის ვიზიტის შეაჯამება ევროპულ სკოლაში

ილია ნებიერიძე გაეროს კონფერენციის შესახებ

"ჩვენი ხმა ევროპას" - გამოფენა ბრიუსელში

გაზიარება



news-svg