ახალგაზრდების როლი საერთაშორისო პროგრამებში - გიორგი ტუშური


კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. ამინდის არაპროგნოზირებადობა საფრთხვის ქვეშ აყენებს წარმოებას, ზღვის დონის აწევა ზრდის ბუნებრივი კატასტროფების რისკს, ყოველ წელს 7 მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, პრობლემა პირდაპირ ეხება სოფლის მეურნეობას, მიწები კარგავენ ნაყოფიერობას. ყველაფერი ეს არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, პრობლემა ასევე აქტუალურია საქართველოსთვის, ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა გაეროს კონფერენციაში ლიდერის სტატუსით, სადაც ვიმუშავეთ და წარვადგინეთ სარეზოლუციო პროექტი SCOPA (Student conference on Paris agreement). საჭირო იყო შემეტანა ჩემი წვლილი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში დიპლომატიის გზით.

დიპლომატიის როლი დიდია საუკუნეების განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ეს სფერო უფრო მეტად ადაპტირდა ფართო მასებზე. ყველა გმირი არ ატარებს მოსასხამს, ეს მარტივი ახსნაა დიპლომატიის როლისა, ვინაიდან ამ სფერომ უნდა გადაარჩინოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ომის არიდების გზით. დიპლომატები წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დიალოგებში და არეგულირებენ ურთიერთობებს მათ შორის, ვინაიდან ეს საუკეთესო გზაა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ კლიმატური ცვლილების აღნისაფხვრელად არ არსებობს ერთი გზა, არც უნივერსალური რეზოლუცია, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს რამდენად აზიანებენ ისინი გარემოს მათი წინდაუხედავი ქმედეებით, რომელიც ერთი შეხევდით შესაძლოა უწყინარი ჩანდეს.

შესაბამისად, ახალგაზრდული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ადამიანების გასაერთიანბელად სხადასხვა პრობლემების ირგვლივ, ახალგაზრდები ერთად მსჯელობენ და იწყებენ ისეთ დეტალებზე ფიქრს, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ეს ერთგვარი მომზადებაა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომლის მოგვარებაშიც მათი დახმარებაა საჭირო, მე მჯერა, რომ ის რასაც დღეს ვაკეთებთ ხვალ შედეგს მოგვცემს.

ახალგაზრდების დაახლოებით 90% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ისინი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ისინი ისეთი პრობლემების წინაშე დგანან, რომლებიც მათ ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ეს სირთულეები წარმოიქმნება მაშინ, როცა ახალგაზრდები ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას და შესაბამისი განათლების ან სამედიცინო დახმარების მიღებას, მაგრამ ის თუ როგორ პროგრესს განიცდიან ადამიანები მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლისას მნიშვნელოვანია მსოფლიოს განვითარებისთვის. მე ბევრი სხვა ახალგაზრდისაგან განსხვავებით არ ვდგავარ მსგავსი მწვავე პრობლემების წინაშე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენო ყველა რესურსი იმისათვის, რომ შევძლო პიროვნულად და კარიერულად განვითარება და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობით წვლილი შევიტანო მსოფლიო განვითარებაში.  


დიპლომატიის როლი

ბედნიერების დღე

"ჩვენი ხმა ევროპას" - გამოფენა ბრიუსელში

ილია ნებიერიძე გაეროს კონფერენციის შესახებ

ახალგაზრდა დიპლომატების ბრიუსელის ვიზიტის შეაჯამება ევროპულ სკოლაში

ნიკა დასენი კლიმატის ცვლილებების შესახებ

"ჩვენი ხმა ევროპას" - გამოფენა ბრიუსელში

დაჯილდოების ცერემონიალი "მზიურში"

ახალგაზრდა დიპლომატები ევროპარლამენტში დააჯილდოვეს

გაზიარება



news-svg