ილია ბაბალაშვილი "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა" პროექტების შესახებ


„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა“ მიერ პროგრამაში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის ერთ-ერთი დაჯილდოებული ილია ბაბალაშვილია. ილია ახალგაზრდა დიპლომატთა მიერ შემოთავაზებულ პროექტებსა და შესაძლებლობებზე საკუთარ აზრს გვიზიარებს:

„ორგანიზაციაში „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“ აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით საინტერესოა რადგან, შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დიპლომატებს. მოვუსმინოთ, ვესაუბროთ და გავიზიაროთ მათი პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებით  საინტერესოა უკვე შემდგარი და წარმატებული ქვეყნების მაგალითი, თუ როგორ მუშაობენ იქ სახელმწიფო ისტიტუტები. ამ პროექტებში ჩართულობა  კი საშუალებას გვაძლევს შევიქმნათ საგარეო პოლიტიკის შესახებ მკაფიო წარმოდგენა და ჩავერთოთ საერთაშორისო აქტივობებში. ეს მომავალში პროფესიის არჩევისთვისაც ძალიან ღირებული გამოცდილება არის. ჩვენი, ახალგაზრდების ამ ასაკიდანვე ჩართულობა საერთაშორისო პროექტებსა და ევროინტეგრაციის პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ თაობებზე ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი რამაა დამოკიდებული. მეტი ცოდნა და განათლებაა საჭირო. "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა" მიერ შემოთავაზებული პროექტები კი ამ ცოდნის ხარისხიანად მიღებისა და მომავალში წარმატების მიღწევის გარანტია“.


დაჯილდოების ცერემონიალი

მემორანდუმი

"ერთი დღე მუზეუმში" ახალგაზრდა ხელოვანები ერთსულოვნების შუადღის ეთერში

ახალგაზრდა დიპლომატების დაჯილდოების ცერემონიალი ბრიუსელში

ბედნიერების დღე-გაეროს კლუბის წარმომადგენლები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა

ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში

ახალგაზრდა დელეგატები საქართველოდან

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების

გაზიარება



news-svg