"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა


 „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა“ წევრების დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმოდ გაიმართა. ღონისძიებას სასტუმრო „იოტამ“ უმასპინძლა.

ყოველწლიურად ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო პროექტი იმართება, რომელშიც ახალგაზრდები აქტიურ მონაწილეობას იღებენ.  პროგრამები საერთაშორისო ჩართულობას არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებაში გულისხმობს. პროექტიების მონაწილეები ხშირად სტუმრობენ  გაეროს კონფერნციებსა და ევროკავშირის ინსტიტუციურ დაწესებულებებს. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ პროგრამებში, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებსა და დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციას ეხება.

დაჯილდოებული ახალგაზრდები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ ცოდნა, აუმაღლდათ ცნობიერება დასავლურ ინსტიტუციებსა და ღირებულებებზე.ეს კი მომავალში როგორც პროფესიის სწორად არჩევაში, ასევე საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, საკუთარი წვლილის შეტანას გაუადვილებთ.

ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“ კვლავ აგრძელებს დასავლური ღირებულებების განმტკიცებას  შემოთავაზებული არაერთი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობითა და საგანმანათლებლო პროგრამით, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ახალგაზრდების მულტიკულტურულ გარემოში ინტეგრაციისათვის. 


დაჯილდოების ცერემონიალი "მზიურში"

ბედნიერების დღე

შეხვედრა ხაშურელ ახალგაზრდებთან

ახალგაზრდა დიპლომატები ამერიკის საელჩოში

გზა წარმატებული დიპლომატობისკენ - ოთარ ნოზაძე

რა არის შენი უფლება?

პორტალი და ტელევიზია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანამედროვე განათლების აკადემიასთან.

ლიზა ალალიძე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ

გაზიარება



news-svg