ინტერვიუ თაკო ვიბლიანთან საერთაშორისო პროექტების შესახებ


საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ. თითოეულ მათგანს სჯერა რომ მსგავსი საერთაშორისო აქტივობები  სამომავლოდ პიროვნული და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათ შორისაა თაკო ვიბლიანი, რომელიც ახალგაზრდების საერთაშორისო აქტივობებისა და ევროსტრუქტურებთან დაახლოების შესალებლობებზე გვესაუბრა.

- თაკო როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურობა?

  ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებასა და მომავალში არის ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტში ჩართვა და მათი საერთაშორისო მასშტაბით აქტიურობა, რადგან მომავლის თაობა ვართ და რაც უფრო გარკვეულები ვიქნებით აქედანვე ქვეყნის შინაგან და საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყანა წლების შემდეგ. ახალგაზრდობის საერთაშორისო პროექტებში ჩართვას კიდევ ის სარგებელი მოაქვს რომ განათლებული თაობა წარმატებულ თაობას ნიშნავს.

- რა გამოცდილების მომცემია შენთვის საერთაშორისო პროექტები, რომელშიც იღებ მონაწილეობას?

პირადად ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა საერთაშორისო პროექტებში ჩართვა. ეს სამომავლოდ დამეხმარება მომავალ პროფასიაში წარმატების მიღწევაში, ჩემი ქვეყნისთვის სარგებლის მოტანასა და დიპლომატიური კავშირების დამყარებაში.

- როგორია შენი ხედვა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ?

 ვფიქრობ ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დიდი შანსი ეძლევათ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სახით რადგან ეს არის ერთ-ერთი შანსი რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს და განვითარებადი ქვეყნებიდან გადავიდეს განვითარებული ქვეყნების სიაში.

- შენი როგორც ახალგაზრდა დიპლომატის სამომავლო გეგმები რასთანაა დაკავშირებული?

 ჩემი დიპლომატიური აქტივობებიდან გამომდინარე, მომავალში ვგეგმავ რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გავაგრძელო სწავლა, ჩავაბარო და მხარი დავუჭირო ჩემს ქვეყანას განვითარებაში. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს იყოს განვითარებული და მსოფლიოში ცნობილი. იყოს ისეთი კავშირის ნაწილი როგორიც ევროკავშირი ან ნატოა. ვიმედოვნებ რომ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სათანადო გამოცდილებას მომცემს მომავალში წარმატების მისაღწევად.  ქართველი ახალგაზრდები კი ერთად შევძლებთ უკეთესი  სამომავლო ცვლილებების განხორციელებას.  


ინტერვიუ თაკო ვიბლიანთან საერთაშორისო პროექტების შესახებ

გაზიარება



news-svg