მიშიკო გაბაიძე ევროკავშირისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ


"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ევროპულ პროექტებში, სტუმრობენ ევროპის პარლამენტს და მონაწილეობას იღებენ პროცესებში, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან მეტად დაახლოება, მომავალი თაობების გაძლიერება და ლიდერებად ჩამოყალიბება. ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებაზე ახალგაზრდა დიპლომატი მიშიკო გაბაიძე, საკუთარ ხედვას გაგვაცნობს:

„ევროკავშირის მიზანია ევროპის მდგრადი და მყარი განვითარების უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარების მაღალ მაჩვენებლებს. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც სჭირდება ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ამასთანავე კარგი საერთაშორისო ურთიერთობები ევროკავშირთან, რაც მისი უკეთესი მომავლის გარანტი იქნება. როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ჩემი პასუხისმგებლობაა დავეხმარო ქვეყანას, რომ ის არა მხოლოდ რუკაზე წარმოადგენდეს გარკვეულ მონაკვეთს, არამედ იყოს სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხმა გააჩნია და ის თამამად ისმოდეს მსოფლიოს გარშემო. ამავდროულად, იყოს საპატივცემულო და ანგარიშგასაწევი ყველასთვის.

ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ვალდებული ვარ მოვემზადო მომავალში იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომელსაც ჩემი ქვეყანა შეხვდება. ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო საკუთარი თავისა და უნარების გაუმჯობესება იმ თვალსაზრისით, რომ გლობალური გამოწვევებისთვის მზად ვყოფილიყავი. ამავდროულად, დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას განვითარებასა და საცხოვრებლად უკეთეს გარემოდ ქცევაში.  ბოლოს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო სასწავლო პროგრამაში „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპარლმენტისა და ევროპული ალიანსის მხარადჭერით. პროექტის განმავლობაში მრავალი უნარი გავიუმჯობესე და შევიძინე ცოდნა თუ როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს, როგორ უჭერს მხარს მშვიდობისა და უსაფრთოხების შენარჩუნებას ევროპის პარლამენტი ევროზონაში. შევხვდი მრავალ ადამიანს, რომელიც იქ მუშაობს და ევროპა ყოველდღიურად უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს. ვისწავლე, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განვითარებაში და გავაცნობიერე თუ რა როლი შემიძლია მქონდეს მეც ჩემი ქვეყნის განვითარებაში?!  სასწავლო პროექტიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატი გავმხდარიყავი.

მიმაჩნია, რომ ამით ჩემს ქვეყანასა და მოქალაქეებს უკეთესი ცვლილებებისთვის ვეხმარები. როგორც საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატი, შევხვდი ევროპარლამენტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტს, რომელიც ჩვენთან მიმართებაში დიდ როლს ასრულებს, რომ საქართველო ევროკავშირის  სრულუფლებიანი წევრი გახდეს.  ბატონი რომან შტრასე დამეხმარა მიმეწვდინა ჩემი ხმა ევროპისთვის. ის საქართველოს ხშირად სტუმრობს. ახალგაზრდა დიპლომატები ხშირად ვმართავთ მასთან ერთად სემინარებსა და კონფერენციებს, რომელში მონაწილეობაც ჩვენს თანამოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ. ამასთანავე, საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის ზრდასა და  განვითარების საკითხში. მსოფლიოში სწრაფი, კომპლექსური ცვლილებების ფონზე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათთან გასამკლავებლად. მე - როგორც ახალგაზრდა დიპლომატი, ჩემს კოლეგებთან ერთად, თავადაც  ვიღებ მონაწილებას და ვუწევ ორგანიზებას იმ კონფერენციებს, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის გაძლიერება, ლიდერებად ქცევა, მათთვის ფართო შესაძლებლობების მიცემა, გლობალური უნარების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპეტენციების გაძლიერება, აგრეთვე, მათი ხედვებისა და ქმედებების ინოვაციურად ტრანსფორმირება.


ახალგაზრდა დიპლომატები ევროპარლამენტში დააჯილდოვეს

მიშიკო გაბაიძე ევროკავშირისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ

გზა წარმატებული დიპლომატობისკენ - ოთარ ნოზაძე

რა არის შენი უფლება?

5 უნარი, რომელსაც გაეროს კონფერენციაში მონაწილეობით გაიუმჯობესებთ

ახალგაზრდა დიპლომატები ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შეხ

ბედნიერების დღე

ილია ნებიერიძე გაეროს კონფერენციის შესახებ

 ,,ახალგაზრდა დიპლომატების’’  აჭარის რეგიონის       წარმომადგენლები კაბადოკიაში 

გაზიარება



news-svg