"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" ნიუ-იორკში გაეროს კონფერენციას გაუწევენ ორგანიზებას


ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2020 წლის თებერვალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მასშტაბური კონფერენცია კლიმატის ცვლილების თაობაზე გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" ეწვევიან და სამუშაო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისა ილია ნებიერიძე, რომელიც საკუთარ მოლოდინებს გვიზიარებს.

- ილია  პირველ რიგში  როგორ ემზადებით თებერვლისთვის? შენი აზრით ახალს რას შეგძენს გაეროს ეს ღონისძიება?

2020 წლის თებერვალში მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს  შეეხება. მათ შორის მე-13 მდგრადი განვითარების მიზანს. ასევე, პარიზში დადებულ ტრაქტატს, რომელზეც ხელი საქართველომაც მოაწერა და საკუთარ თავზე სპეციფიკური ვალდებულებები აიღო. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია. სერიოზულად ვუდგები კლიმატის საკითხს, რადგან დღეს ეს უდიდესი პრობლემაა, რომელიც ადამიანების მიერაა გამოწვეული. მეცნიერები ვარაუდობენ რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ტემპერატურა კოლოსალურად შეიცვლება სათბური გაზების ჭარბად გამოყოფის გამო. ეს ღონისძიება, პირველ რიგში შემძენს გამოცდილებას და მომცემს უნიკალურ ინფორმაციას ამ საკითხზე. მონაწილეები ვისაუბრებთ პარიზში დადებული ტრაქტატის სპეციფიკის, სხვა ქვეყნების რეზოლუციებისა და პრობლემის გადაჭრის მეთოდების შესახებ

-რას შეეხება თქვენი გამოსვლა? რა საკითხებზე აპირებთ ხაზის გასმას?

როგორც უკვე ვახსენე, ჩემი გამოსვლა მე-13 მდგრადი განვითარების მიზანს და მასთან დაკავშირებულ დადებულ ტრაქტატს შეეხება. შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად ყურადღებას კლიმატის ცვლილების გამომწვევ ფაქტორებზე გავამახვილებ. უამრავი სახელმწიფო საზიანო სათბურ ემისიებს, წარმოებისა და ქარხნების მეშვეობით არვცელებს. ისინი იყენებენ იმ მთავარ მავნე ნივთიერებებს და წიაღისეულ საწვავს, რაც ძალიან ვნებს დედამიწას. კონკრეტულად ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და მათ შორის მეც, ხაზგასმით ვისაუბრებთ, თუ რა ცვლილება შემოიტანა ამ ტრაქტატმა და როგორ აპირებს თითოეული სახელმწიფო ამ გაზების რაოდენობის შემცირებას.

-უკვე გადაწყვიტეთ რომ თქვენი მომავალი პროფესია დიპლომატიურ და საერთაშორისო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული?

მიუხედავად იმისა რომ, ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი თუ რით დავკავდები მომავალში, ვფიქრობ, ჩემი მომავავლი პროფესია დიპლომატიასა და პოლიტიკას დავუკავშირო. აქტიურად ვარ ჩართული არაერთ პროექტში. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნათლად ვხედავ ჩემს თავს ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო იქნება  ჩემთვის თუ ამ სფეროებში მომიწევს მოღვაწეობა. მახარებს ფაქტი, რომ ამ კონფერენციებთან ერთად  იმ ცვლილებების მონაწილე  ვხდები, რომელიც დადებითად ისახება სამყაროზე.

-ზოგადად შენი სამომავლო გეგმები და ხედვები როგორია?

მომავალთან დაკავშირებით ფრთხილი ვარ, რადგან არავინ ვიცით როგორ შეიცვლება სამყარო ხვალ. ვფიქრობ, რომ  ჩართული ვიქნები საერთაშორისო პროექტებში, რომელიც პიროვნულად გამზრდის და მომცემს მეტ ცოდნასა და უნარს, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად გამომადგება.

 


5 უნარი, რომელსაც გაეროს კონფერენციაში მონაწილეობით გაიუმჯობესებთ

შეხვედრა ხაშურელ ახალგაზრდებთან

ნიკა დასენი კლიმატის ცვლილებების შესახებ

ლონდონი 2018

გაეროს ასამბლეა საქართველოში

ახალგაზრდა დიპლომატები ევროპარლამენტში დააჯილდოვეს

"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები" ნიუ-იორკში გაეროს კონფერენციას გაუწევენ ორგ

ევგენია აბაშიძე - ახალბედა ქართველი ხელოვანის გამოფენა ნიუ-იორკში

დაჯილდოების ცერემონიალი "მზიურში"

გაზიარება



news-svg